პაიმის პასუხი: “საქართველოს უდიდესი კულტურა და ისტორია გააჩნია”
მარტვილის “მერანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ფილიპე პაიმმა ბრაზილიურ მედიასთან საქართველოში არსებულ რასიზმზე ისაუბრა და მათ შორის, მარტვილის ეპიზოდები გამოარჩია. დღეს “მერანის” ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთელის პასუხი გამოქვეყნდა.
“რასიზმი ზოგადად მთელ მსოფლიოში მძინვარებს და ეს პრობლემატური თემაა.
რა თქმა უნდა ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ისტორია და კულტურა გააჩნია.
მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, ასევე ძალიან ლამაზია მარტვილიც.
სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს. მათ შორის ცუდიც და კარგიც.
ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროვებდეს. ეს ასე არაა, მე ვგრძნობ ყურადღებას მარტვილის “მერანის” ქომაგობისგან. ძალიან შეკრული გუნდია და მეგობრებიც შევიძინე.
რასიზმის ცალკეული გამოვლინება ჩემი მისამართით საქართველოში ყოფილა, მაგრამ არა დიდი დოზით. მთლიანობაში კი მინდა ყველამ იცოდეს, არ შეიძლება ადამიანები დაიყონ კანის ფერის ან სარწმუნოების მიხედვით.
ერთი რამ კი ნათელია, საქართველოში ყოფნა რომ არ მსიამოვნებდეს, აქ არც ვიქნებოდი. დიდ პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, სტუმართმოყვარე ხალხს და ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. მერანი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩრული გუნდია.”
იხილეთ პაიმის ინტერვიუ ბრაზილიურ მედიასთან: პაიმის ინტერვიუ