პაკო ალკასერი: “ბარსელონაში” ძალიან ცუდად მექცეოდნენ”
დორტმუნდის “ბორუსიას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩამდე პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ალკასერმა “ბლაუგრანას” რიგებში ორი სეზონი ჩაატარა.
“აღვნიშნავ თუ არა “ბარსელონას” კარში გატანილ გოლს? არ ვიცი, ამას იმ მომენტში გადავწყვეტ.
მე “ბარსელონაში” მყოფ ბევრ ადამიანს ვცემ პატივს. თუმცა “ბარსელონაში” ბევრი იყო ისეთი, ვინც ძალიან ცუდად მექცეოდა. რა თქმა უნდა, ჩემ თანაგუნდელებსა და ფანებს არ ვგულისხმობ.
როგორც ყველა სხვა საქმეში, თუ ხალხი გენდობა, შენ ყველაფერს აკეთებ. როდესაც არ გენდობიან, შენც გიქრება სურვილი, რომ ბოლომდე დაიხარჯო. ჩემთვის ნდობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია,” – აცხადებს ალკასერი.
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ პაკომ ლა ლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა “ბარსელონას” მაისურით და აქიდან 23 შემთხვევაში ის შეცვლაზე შევიდა.