პალასიოს კარიერის დასრულება “ინტერში” სურს
მილანის “ინტერის” არგენტინელი ფეხბურთელი, როდრიგო პალასიო აცხადებს, რომ მას “ნერაძურის” დატოვების სურვილი არ გააჩნია და იმედოვნებს, კარიერას სწორედ ამ კლუბში დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის თავდამსხმელი “ინტერს” 2012 წელს, “ჯენოადან” შეუერთდა.
“შესაძლოა თუ არა, რომ კარიერა “ინტერში” დავასრულო? სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მინდა და თუ ასე მოხდება, მოხარული ვიქნები. კლუბთან კონტრაქტი 18 თვეში მეწურება, მაგრამ მის გახანგძლივაზე ვიფიქრებ”, – ამბობს პალასიო.