“პალმეირასი” ბრაზილიის ჩემპიონია!
“პალმეირასი” ბრაზილიის უმაღლესი ჩემპიონატის 2018 წლის გათამაშების ჩემპიონი გახდა.
37-ე ტურის მატჩსი მატჩში “პალმეირასმა” 70 წლის ლუის ფელიპე სკოლარის თავკაცობით “ვასკო და გამას” დამარცხება შეძლო, რითიც ტიტული ოფიციალურად გაინაღდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, “პალმეირასი” უახლოეს მდევარ “ფლამენგოს”, რომელსაც 72 ქულა უგროვდება, ხუთი ქულით უსწრებს.
ასე რომ, სან-პაულუს კლუბი ყველაზე ტიტულოვანია ბრაზილიაში. მათ ანგარიშზე სერია ა-ს 10 ტიტული გალავთ. “სანტოსი” მეორე ადგილს რვა ტიტულით იკავებს, “კორინტიანსი” მესამეს – შვიდი ტიტულით.