“პანიკურ მდგომარეობაში ვიყავი” – მატუიდიმ კორონავირუსის შესახებ ისაუბრა
ბლეზ მატუიდიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, პანიკაში იყო. 33 წლის ფეხბურთელის თქმით, მას სიპტომები არ ჰქონდა, თუმცა ვირუსი მაინც აღმოაჩნდა.
ფრანგი ნახევარმცველის გარდა, კოვიდ-19 “იუვენტუსის” კიდევ ორ ფეხბურთელს – დანიელე რუგანისა და პაულო დიბალას დაუდასტურდა. მატუიდი და რუგანი გამოჯანმრთელდნენ, თუმცა დიბალას ტესტზე უარყოფითი პასუხი ჯერ არ მიუღია.
“სიმართლე გითხრათ, ეს რთული იყო. მას შემდეგ, რაც ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე, გარეთ გასვლა პროდუქტების საყიდლადაც კი არ შემეძლო. ამან ჩემ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ეს ყველაფერი ყველა ჩვენგანისათვის სიახლე აღმოჩნდა. სიპტომები არ მქონია. პანიკურ მდგომარეობაში ვიყავი, ვნერვიულობდი ჩემ ოჯახსა და მეგობრებზე. ისინი ჩემზე ნერვიულობდნენ, მაგრამ მათ ვამშვიდებდი. ყველას გვინდა, რომ ეს მალე დასრულდეს. ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე, როგორი იქნება ფეხბურთი და ყოველდღიური ცხოვრება”, – ციტირებს მატუიდის სიტყვებს Football Italia.