“პაოკის” უკრაინელი ფეხბურთელის პოლიტიკური ჟესტი რუსეთში
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა მოსკოვის “სპარტაკმა”. რუსები ორმატჩიან დაპირისპირებაში ბერძნულმა “პაოკმა” დაამარცხა.
საბერძნეთში წაგებული თამაშის შემდეგ (3:2), რუსებს პლეი-ოფში გასასვლელად მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაც ჰყოფნიდათ, თუმცა მატჩი 0:0 დასრულდა და პლეი-ოფშიც ბერძნები გავიდნენ.
საინტერესოა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, “პაოკის” უკრაინელმა მცველმა ხაჩერიდიმ დამარცხებულ რუს გულშემატკივრებს უკრაინის დროშაზე მიუთითა, რასაც მასპინძლებმა მალევე მიანიჭეს არასპორტული საქციელისა და პოლიტიკური პროვოკაციის წოდება.