პაოლო კანავარო: “ნაპოლი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება”
იტალიური “ნაპოლის” კაპიტანი, პაოლო კანავარო ამიერიდან “სასუოლოს” ღირსებას დაიცავს. 32 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლური კლუბის ყველა წევრსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
“ნაპოლი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. რა თქმა უნდა, კლუბის დატოვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან ერთული იყო, მაგრამ ახლა “სასუოლოს” წევრი ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო “ნაპოლის” ყველა წევრსა და გულშემატკივარს”, – ამბობს კანავარო.