პაოლო როსის სახლი დაკრძალვისას გაძარცვეს

თარიღი: დეკემბერი 13, 2020

იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, პაოლო როსის, დაკრძალვის ცერემონიალის დროს, მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს, მათ შორის როსის კუთვნილი საათიც.

პაოლო როსის სხეულს კრემაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც “სატდიო რომეო მენტისა” და დუომოს ტაძარში სიმბოლური ცერემონიალი ჩატარდა.

Football Italia-ს ცნობით, ძარცვის შესახებ პოლიციაში განაცხადი როსის მეუღლემ გააკეთა. პოლიციის ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ხსოვნის პატივსაგებად სერია A-ს და სერია B-ს ყველა მატჩი წუთიერი დუმილით იწყება. პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები