პაპუნაშვილი: “გორის “დილას” ჩემპიონობას ვულოცავ”
დღეს გაიმართა საქართველოს უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის მატჩები. თბილისის “დინამომ” მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 7-0 დაამარცხა, ხოლო გორის “დილამ” სამტრედიაში მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონატის ჩემპიონობა გაინაღდა.
Fanebi.Com-თან ამ ფაქტებთან დაკავშირებით დედაქალაქური გუნდის ახალგაზრდა შემტევმა, გიორგი პაპუნაშვილმა ისაუბრა.
“დღევანდელი თამაში ძალიან კარგი და სანახაობრივი გამოდგა, რაც ბიჭებმა ანგარიშშიც ავსახეთ. გუნდის და ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება “დილას”, ისინი გახდნენ ჩემპიონები და მე მათ ვულოცავ. გორელებს ევროასპარეზზე წარმატებებს ვუსურვებ”.