პაპუნაშვილი: “სარაგოსასთან” ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს”
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა, ესპანურ “რეალ სარაგასოაში” გადავიდეს. ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა მოთამაშეს და ამ თემაზე ვკითხეთ.
“სარაგოსას” მესვეურებთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ზუსტად არაფერი გადაწყვეტილა. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა და მალევე გაიგებთ ამის შესახებ. ამ ეტაზპე მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აცხადებს პაპუნაშვილი.
“რეალ სარაგოსა” ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატში, სეგუნდა დივიზიონში გამოდის. ბოლო ტურის წინ ეს კლუბი მე-13 ადგილზეა და, შესაბამისად, მომავალ სეზონში ლა ლიგაში თამაშის არანაირი შანსი არ აქვს.
21 წლის ფეხბურთელმა კარიერა “დინამოში” დაიწყო. 2015/2016 წლების სეზონში იგი ბრემენის “ვერდერში” იყო განათხოვრებული. 2016 წლის ზაფხულიდან კი ისევ მშობლიურ კლუბში თამაშობს.
ფოტო: “დინამოს” ოფიციალური ფეისბუქგვერდი.