პარაგვაის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პურის საცხობში მუშაობს
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2014/02/1896087.jpg)
პარაგვაის ნაკრების ყოფილი ფორვარდი სალვადორ კავანიასი, რომელიც 2010 წელს ცეცხლსასროლი ჭრილობისგან სიკვდის გადაურჩა, დღეს მშობლებთან ერთად საკუთარ პურის საცხობში მუშაობს.
„ჩვენ პურით იტაუგუას, იპასარაისა და სან ბერნანდინოს ვამარაგებთ. ეს სამსახური მომწონს. სხვათაშორის, ხალხი ხშირად მცნობს.
ყველას ვეუნნები, რომ ბედნიერი ვარ. იმ ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთ ევროპულ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, რომლის მიხედვითაც, ხელფასის სახით 1,7 მილიონი დოლარი უნდა მიმეღო.
მპირდებოდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე გავხდებოდი. მძიმე წუთებში „ამერიკა“ (კაბანიასის ყოფილი კლუბი – ავტ.) ჩემს გვერდით იყო.
აკაპულკოსა და კანკუნაში ბინა შემომთავაზეს, ხოლო ხელფასი გამიორმაგეს.
ახლა გამოჯანმრთელებას ვცდილობ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დავკარგე, სასურველი მომავლის იმედი მაქვს“, – განაცხადა კაბანიასმა.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა 33 წლის პარაგვაელის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს, მათ მისი თავიდან ტყვიის ბოლომდე ამოღება ვერ შეძლეს.