პარასკევს „რომა“ არგენტინის ნაკრების მეკარის აგენტს შეხვდება
როგორც ცნობილი იტალიური სპორტული პორტალი „ტუტომერკატოვები“ იუწყება, „რომას“ ხელმძღვანელობა მეკარე სერხიო რომეროთი ინტერესდება.
პარასკევს „ჯალოროსის“ წარმომადგენლები აგრნეიტინელის აგენტ მინო რაიოლას შეხვდებიან და მასთან შესაძლო კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ.
სავარაუდოდ, რომაელები არგენტინის ნაკრების მეკარეს ორწლიან შეთანხმებასა და პირველი ნომრის პოზიციას შესთავაზებენ.
აღსანიშნავია, რომ რომეროთი „მანჩესტერ იუნაიტედით“ ინტერესდება, რომელიც გოლიპერს „რომაზე“ ორი მილიონით მეტს სთავაზობს, თუმცა სასტარო შემადგენლობაში ადგილის გარანტიას ვერ აძლევს. „წითელი ეშმაკების“ გარდა, არგენტინელის დამატების სურვილი ასევე „რეალსაც“ ჰქონდა.