პარდიუ: “მარტიალი და რუნი შევაჩერეთ”
“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ნულოვანი ფრით დასრულდა, კომენტარს აკეთებს.
“მარტიალს მოედანზე თავისუფალი სივრცე არ მივეცით. ეს ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რადგან ამის გაკეთების შედეგად, მანჩესტერელთა თავდასხმები ბევრად უფრო შესუსტდა”, – აცხადებს ალან პარდიუ.
“უნდა ვთქვა, რომ ანტონი მარტიალი შთამბეჭდავი ახალგაზრდა მოთამაშეა, რადგან მიუხედავად ხშირი მეურვეობისა, მომენტების შექმნას ის მაინც ახერხებდა”.
პარდიუმ ასევე კომენტარი გააკეთა უეინ რუნისთან დაკავშირებით:
“შეხვედრის პირველ ნახევარში უეინმა საკმაოდ მცირე გადაცემა გააკეთა. ეს რთული იყო. შევეცადეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა მეტოქისთვის გატანის მცირე საშუალებაც არ მიგვეცა”.