პარდიუ: “მოურინიოს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ვიდრე – გვარდიოლას”
“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” დამრიგებლები, ჟოზე მურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.
“ჟოზეს და მე გვიყვარს მატჩების ანგარიშით, 4-0 მოგება. ჩვენ ლაღ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუმცა, ზოგჯერ არ შეგიძლია მარტივად მოიგო. უბრალოდ, უნდა ეცადო, მონახო გამარჯვების განსხვავებული გზა. ხოლო, ამ უკანასკნელ ასპექტში კი მოურინიო საუკეთესოა. ის პეპ გვარდიოლასაც სჯობს. ჟოზეს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. შესაბამისად, მეტ ტიტულსაც იგებს.”
“მას ბევრი აკრიტიკებს. ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი გამარჯვებულის მენტალიტეტიდან მოდის. სწორედ ყველაფრის მოგებაა მოურინიოს მთავარი მიზანი. ზოგჯერ, ხალხი ამბობს, რომ პორტუგალიელმა უფრო უნდა გახსნას თამაში. თუმცა, შეხედეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვის რეკორდებს. ეს შესანიშნავია!” – ამბობს პარდიუ.