პარეხო ნაგელსმანზე: “ზოგჯერ, როცა გადააფურთხებ, ის უკანვე, სახეზე გიბრუნდება”
“ვილიარეალის” ნახევარმცველმა, დანი პარეხომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერთან” გამართული განმეორებითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ესპანელებმა გუშინ “ალიანც არენაზე” მიუნხენურ კლუბთან ფრედ 1:1 ითამაშეს, ორი შეხვედრის ჯამში კი (2:1) ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
პარეხოს თქმით, “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელის მიერ გუნდებს შორის დაპირისპირებამდე გაკეთებული განცხადება უპატივცემულობის გამომხატველი იყო.
“ნაგელსმანმა თქვა, რომ მას მეოთხედფინალური ეტაპის ბედის გადაწყვეტა პირველი მატჩში სურდა. ვფიქრობ, ეს “ვილიარეალისა” და ფეხბურთის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყო. ზოგჯერ, როცა გადააფურთხებ, ის უკანვე, სახეზე გიბრუნდება. “ბაიერნი” ფავორიტი იყო, მაგრამ მოედანზე ეს ვერ დაამტკიცა. ორი შეხვედრის ჯამში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მათზე უკეთესები ვიყავით”, – განაცხადა პარეხომ.