“პარი სენ-ჟერმენი” ანტუან გრიზმანში მბაპეს ან ნეიმარის შემცვლელს ხედავს
“პარი სენ-ჟერმენმა” ვარსკვლავური შემადგენლობის შეკრების მიუხედავად, კიდევ ერთხელ განიცადა კრახი ჩემპიონთა ლიგაზე, რამაც გუნდის ყველა წევრს გაუცრუა იმედები.
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები აანალიზებენ იმ ფაქტს, რომ საკმაოდ დიდი იქნება შანსი, რომ ზაფხულში პარიზი ნეიმარმა ან კილიან მბაპემ დატოვოს. შესაბამისად, ფრანგებმა უკვე დაიწყეს გეგმა ბ-ზე ფიქრი.
ესპანური გამოცემა As იტყობინება, რომ ნასერ ალ ხელაიფმა თვალი მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს დაადგა და მბაპეს ან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ ანტუანი სამშობლოში დააბრუნოს.
მართალია, “ატლეტიკო” გრიზმანის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონ ევროს ასახელებს, თუმცა ფული რომ “პარი სენ-ჟერმენისთვის” პრობლემას არ წარმოადგენს ეს 2017 წლის ზაფხულში დამტკიცდა, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონმა ნეიმარი 222 მილიონის სანაცვლოდ გადაიბირა.