„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი პარიზელებს ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული და ფაქტობრივად წყვილის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მეორე შეხვედრა ოდნავ მოულოდნელად დაიწყო — გერმანელებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი სიდნეი სემმა გამოიჩინა. მე-13 წუთზე მარკინოსმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე სიმონ როლფესს გერმანელთა კვლავ დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა „ბაიერის“ კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. 53-ე წუთზე კი ესეკიელ ლავესიმ ლევერკუზენელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1. სათქმელია, რომ 68-ე წუთზე მოედნიდან სტუმართა ნახევარმცველი ემრე ჯანი გააძევეს.
ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ბაიერს“ კი შეუძლია, მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთოს.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ბაიერი“ 2:1 (1:1)
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ჟალე, ტიაგო სილვა, დინი, მარკინოსი, კაბაი, პასტორე, რაბიო, იბრაჰიმოვიჩი (მენესი 72′), კავანი (კამარა 85′), ლავესი (ლუკასი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
„ბაიერი“: „ლენო, გუარდადო, ტოპრაკი, ვოლშაიდი, დონატი, როლფესი, სემი (ბრანდტი 67′), რაინარტცი (ვაგენერი 78′), კასტრო (სონ ჰინ-მინი 67′), ჯანი, დერდიოკი.
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
გოლები: მარკინოსი 13′, ლავესი 53′ — სემი 6′.
გამოუყენებელი პენალტი: როლფესი 28′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ჟალე 28′, რაბიო 79′ — დერდიოკი 49′, ჯანი 52′, ვაგენერი 90+3′.
გაძევება: ჯანი 68′.
მთავარი მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).
ბექა დოგრაშვილი