“პარი სენ-ჟერმენი” ლეონარდუ ჟარდიმის ტრანსფერს უმიზნებს
“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, ლეონარდუ ჟარდიმი “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
42 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა იმით, რომ “მონაკოს” ხელმძღვანელები გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებას არ ცდილობს და ამ მიზეზით, თავადაც არ ახანგრძლივებს ხელშეკრულებას, რომელსაც ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.
საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კი ამ სიტუაციას საკმაოდ აქტიურად აკვირდება.Le Journal du Dimanche-ს ცნობით, პარიზელებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები ჟარდიმის აგენტთან.
პორტუგალიელი სპეციალისტის მიმართ ინტერესს ამავდროულად “არსენალის”, “ინტერის”, “რომასა” და რამდენიმე ჩინური კლუბის ხელმძღვანელები გამოთქვამენ.