“პარი სენ-ჟერმენი” ზამთარში მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს
უცხოურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მათვარი მწვრთნელის შეცვლას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი “პსჟ”-ს თავკაცის პოსტს გასულ სეზონში დაეუფლა, თუმცა მას ამ მოკლე პერიოდშიც ჰქონდა დიდი ჩავარდნები – “ბარსელონასთან” განცდილი მტკივნეული მარცხი (1:6) და ჩემპიონობის დათმობა “მონაკოსთვის”.
მიუხედავად ზემოთხსენებული ჩავარდნებისა, “სევილიას” ექს-თავკაცმა მაინც მოახერხა დაკავებული სავარძლის შენარჩუნება. თუმცა, ამ ყველაფერს უკვე გასახდელში არსებული პრობლემებიც დაემატა, რაც შესაძლოა, მოთმინების ფიალაში ჩავარდნილი ბოლო წვეთი იყო კლუბის ხელმძღვანელთათვის.
Yahoo Sport-ის ცნობით, ემერის შემცვლელად “პსჟ”-ს უფროსებს გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის, ჟოზე მოურინიოს მიყვანა სურთ.