“პარი სენ-ჟერმენის” კატარელი მფლობელები ინგლისურ კლუბს ყიდულობენ

თარიღი: ნოემბერი 19, 2019

Qatar Sport Investments (QSI), რომელსაც “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მართავენ, დიდი ალბათობით, ბრიტანულ ფეხბურთშიც შეაბიჯებს ფეხს.

საუბარია “ლიდს იუნაიტედზე”, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ ეტაპზე კლუბის შეძენის სურვილს ორი გიგანტი კომპანია გამოთქვამს.

ESPN-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი იყო.

ვრცელდება ხმები, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში QSI “ქპრ”-ს შეძენის ვარიანტის განხილვას გეგმავს.

ჩემპიონშიფის 16 ტურის შემდეგ “ლიდს იუნაიტედი” სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. კლუბი ისტორიაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

მსგავსი სიახლეები