“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები 50 წუთის განმავლობაში ლიფტში იყვნენ გაჭედილები
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “ლაიფციგი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, იმ სასტუმროში, სადაც პარიზელები არიან დაბინავებულნი, ინციდენტი მოხდა. ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ, ლიფტით მგზავრობისას კი ორ სართულს შორის გაიჭედნენ. ამ შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ლევენ კიურზავამ გამოაქვეყნა.
დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, ლიფტში პსჟ-ის ათი ფეხბურთელი იყო გაჭედილი – კიმპემბე, პარედესი, დი მარია, მარკინიოსი, ფადიგა, დიალო, გეიე, კინი, დაგბა და რუის-ატილი. საბოლოოდ, მაშველებმა ფეხბურთელები ლიფტიდან გამოიყვანეს.
Pendant ce temps y’a la moitié de l’équipe du PSG bloquée dans un ascenseur 😭😭😭 pic.twitter.com/nJBfJoXgUw
— Fat'91 (@FatMat91HD) November 3, 2020