“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა თანაგუნდელის საცემად მამაკაცები დაიქირავა
საფრანგეთის პოლიციამ “პარი სენ-ჟერმენის” ქალთა გუნდის ნახევარმცველი ამინატა დიალო დააპატიმრა, მიზეზი კი მის თანაგუნდელზე, ხეირა ჰამრაოუიზე თავდასხმაში მონაწილეობაა.
L’Equipe-ის ცნობით, 4 ნოემბერს გამართული მატჩის შემდეგ, გუნდმა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ისადილა. ჰამრაოუი სახლში რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად წავიდა, მასთან ერთად იყო დიალოც. დაახლოებით 22:00 საათზე მათ ავტომობილს წინ ორი ნიღბიანი მამაკაცი გადაუდგა, რომლებმაც ჰამრაუოის კარი გააღეს და ის მანაქანიდან გადმოიყვანეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა მას ფეხებში რკინის საგნის რტყმევა დაუწყო.
მომხდარის შემდეგ, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დაზიანებული ჰქონდა ხელები და ფეხები. ამის გამო, მან გასულ სამშაბათს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში ვეღარ შეძლო.
ფრანგული მედიის ცნობით, ჰამრაოუის საცემად მამაკაცები დიალომ დაიქირავა. ეს ორივე ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია და ამ პოზიციაზე გუნდში ერთმანეთის კონკურენტები არიან.