“პარი სენ-ჟერმენის” რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
“პარი სენ-ჟერმენი” ევროპულ სარბიელზე უნაკლოდ გამოიყურება, უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს ევროპული ელიტის წარმომადგენლებს.
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “პსჟ”-მ საკუთარ მოედანზე “სელტიკი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 7-1 დაამარცხა.
ფრანგულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით რეკორდის დამხობა შეძლო. ვერატის მიერ გატანილი გოლი რიგით 21-ე იყო, რითიც პარიზელები “ბორუსიას” შედეგს გაუთანაბრდნენ, მას შემდეგ კი კავანიმ და ალვეშმა თითოჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.
ასე რომ, “პსჟ” ერთადერთია, რომელმაც ამ სტადიაზე 24 გოლის გატანა შეძლო. მათი მომდევნო მეტოქე კი მიუნხენის “ბაიერნი” გახლავთ.
22 – Paris have scored more goals in a single Champions League group stage than any other side ever. Magnifique. pic.twitter.com/EvznmHR6gI
— OptaJean (@OptaJean) November 22, 2017