“პარი სენ-ჟერმენმა” კილიან მბაპე დააჯარიმა

თარიღი: მარტი 16, 2019

“პარი სენ-ჟერმენმა” კილიან მბაპე და ადრიენ რაბიო გასული წლის ოქტომბერში, “მარსელთან” მატჩამდე გუნდის შეკრებაზე დაგვიანების გამო დასაჯა. კლუბმა ორივე ფეხბურთელი 180 000 ევროთი დააჯარიმა.

მბაპემ ჯარიმის ფურცელს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. ცნობილია, რომ მბაპეს 180 000 ევრო “პარი სენ-ჟერმენის” საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის თავდამსხმელმა პსჟ-ის მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები