“პარი სენ-ჟერმენმა” კონტეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო
ფრანგულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები ანტონიო კონტეს წარმომადგენლებთან და იტალიელი სპეციალისტი მათ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს.
როგორც იცით, გასულ წელს პრემიერ ლიგის მოგების მიუხედავად, იტალიელ სპეციალისტს “სტემფორდ ბრიჯის” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, რისი უპირველესი მიზეზიც კონტესა და აბრამოვიჩს შორის ჩამოვარდნილი გაუგებრობაა.
“პარი სენ-ჟერმენი” კი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ სამწვრთნელო შტაბის სრულფასოვან წმენდას გეგმავს. პარიზში მიიჩნევენ, რომ ისეთი დონის ვარსკვლავებთან ურთიერთობისთვის, როგორიც ნეიმარია, კონტეს დონის სპეციალისტია საჭირო.
იტალიის საფეხბურთო ნაკრების ექს-თავკაცის, კონტეს აგენტი, ფედერიკო პასტორელო სამშაბათს პარიზში დააფიქსირეს.