“პარი სენ-ჟერმენმა” უნაი ემერის ულტიმატუმი წაუყენა
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემა, L’equipe საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა უნაი ემერის საკმაოდ სერიოზული ულტიმატუმი წაუყენეს.
წყაროს ცნობით, პარიზული გრანდის პრეზიდენტი 45 წლის სპეციალისტისგან ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ითხოვს, რაშიც ეს უკანასკნელი გუნდის მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას მოისაზრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემერის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს.
შეგეახსენებთ, რომ გასულ სეზონში უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან “ბარსელონამ” გამოაგდო ბრწყინვალე ქამბექის ხარჯზე (4:0, 1:6).
უნაი ემერის პოტენციურ ჩამნაცვლებლად, რომელსაც კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება, ჟორჟე ჟეზუშსა (“სპორტინგი”) და ანდრე ვილაშ-ბოაშს (“შანჰაი ტელეისი”) მოისაზრებენ.