“პარი სენ-ჟერმენში” ვინისიუსის ტრანსფერით დაინტერესდნენ

თარიღი: აპრილი 5, 2021

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ვინისიუს ჟუნიორმა, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელთა ყურადღება მიიპყრო. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ადრეც აკვირდებოდა ბრაზილიელ ტალანტს, თუმცა ოფიციალური წინადადებით მადრიდელებისთვის ჯერაც არ მიუმართავთ.

მეორეს მხრივ, ვინისიუს ჟუნიორის ნაკლების მიუხედავად, “ბლანკოსი” 20 წლის ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. მადრიდში თვლიან, რომ მისი შემცვლელის მოყვანა ფინანსური კრიზისის პირობებში გაუჭირდებათ.

ლა ლიგის 26 მატჩში ვინისიუსმა 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები