“პარი სენ-ჟერმენთან” ჩასატარებელი განმეორებითი მატჩის წინ კროოსმა ტრავმა მიიღო
ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ, მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცევლმა, ტონი კროოსმა ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
“ბლანკოსის” ოფიციალური განცხადების ცნობით, კროოს მარცხენა ფეხის მუხლის იოგები აქვს დაზიანებული და “რეალ ბეტისთან” მისი თამაში გამორიცხულია. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კროოსი პარიზში მოედანზე გასვლას.
გერმანელმა მოთამაშემ ლა ლიგაში ჩატარებული 22 მატჩიდან 19 სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მის ანგარიშზე ამ დროისთვის ჩემპიონატში 4 გატანილი გოლი ფიქსირდება.