“პარის სენ-ჟერმენი” სერხიო აგუეროს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
The Times-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდის, სერხიო აგუეროს გადაბირება ზაფხულის მთავარ მიზნად დაისახეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აგუეროსა და მანჩესტერულ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში გადის. თუმცა ფაქტმა, რომ სერხიომ ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგვა, შესაძლოა, მას კლუბის დატოვება აიძულოს.
როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის ჩემპიონი არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე აპირებს. ფრანგები მასში 80 მილიონ ფუნტს იხდიან.
აქვე იხილეთ: აგუერო ადასტურებს: მისი “მანჩესტერული” მომავალი ბურუსითაა მოცული