“პარის სენ-ჟერმენთან” ჯონ ტერის თამაში საეჭვოა
ჯონ ტერი შესაძლოა ლონდონის “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, “პარის სენ-ჟერმენთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმაროს, რისი მიზეზიც “ნიუკასლთან” თამაშისას მიღებული ტრავმაა.
ლონდონელთა კაპიტანმა მატჩის 38-ე წუთზე ალექსანდერ მიტროვიჩთან შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხი დაიზიანა, რის გამოც მისი შეცვლა აუცილებელი გახდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჩელსის” ფრანგებთან მატჩში ვერც კურტ ზუმა დაეხმარება, რომელმაც ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო. “პსჟ-ს” კი ამავე მიზეზით ხავიერ პასტორე დააკლდება.