პარიზელები შერცხვნენ – “ლილმა” “პარი სენ-ჟერმენს” ხუთი გოლი გაუტანა (ვიდეო)
საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ლილის” საშინაო არენაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივები მოქმედ ჩემპიონ “პარი სენ-ჟერმენს” შეერკინნენ. მატჩი მართლაც რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-7 წუთზევე გაიხსნა, როდესაც ტომას მუნიემ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. ოთხიოდე წუთში ბერნატმა შეძლო გათანაბრება. თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა – სილვასა და მუნიეს ტრავმებს ბერნატის წითელი ბარათი მოყვა.
შეხვედრის მეორე ტაიმი “ლილის” სრული უპირატესობით წარიმართა. 51-ე წუთზე პეპემ კვლავ წინ გაიყვანა “ლილი”. ბამბამ (65′), გაბრიელმა (71′) და ფონტემ (84) კი მასპინძელთა სხვაობა გამანადგურებელი გახადეს – 5:1.
ასე რომ, “ლილი” გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 21-ე საუკუნეში “პარის სენ-ჟერმენის” კარში ხუთი გოლი გაიტანა (ლიგა 1-ის ეგიდით გამარტულ მატჩებში).