პარკი “მანჩესტერ იუნაიტედის” ელჩი გახდა

“იუნაიტედის” ყოფილი კორეელი ნახევარმცველი პარკ ჯი სუნგი “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ელჩი გახდა.
კორეელი “იუნაიტედის” ღირსებას 2005-2012 წლების პერიოდში იცავდა. ამ დროიდან მოყოლებული ჯი სუნგმა, “წითლებთან” ერთად 4 პრემიერ ლიგის, 1 ჩემპიონთა ლიგის, სამი ლიგის თასისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიგო.
გასული სეზონი მან PSV-ში გაატარა, შემდეგ კი კარიერას გამოემშვიდობა. ამ ხნის განმავლობაში კორეელი არსად მუშაობდა.
დღეს 33 წლის პარკი “იუნაიტედის” ელჩი გახდა. “ევერტონთან” მატჩის დაწყებამდე იაპონელი სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად “ოლდ ტრაფორდს” კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.
“იუნაიტედთან ძალიან დიდი მოგონებები მაკავშირებს. მიხარია, რომ ამ კლუბის ელჩი გავხდი. ეს ჩემთვის დიდი პატივია.”
“მე გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერას არასოდეს დავივიწყებ. მე მზად ვარ იუნაიტედის სახელით გამოვიდე და ეს უდიდესი კლუბი მთელს მსოფლიოში წარვადგინო.”-განაცხადა კორეელმა.