პარმა პალეტას და კასანოს შენარჩუნებას იმედოვნებს
“პარმას” მწვრთნელი ტომაზო გირარდი იმედოვნებს, რომ მცველი გაბრიელ პალეტა და თავდამსხმელი ანტონიო კასანო სხვა გუნდში არ გადავლენ.
“კასანო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს. ამაყები ვართ, რომ ანტონიო სწორედ “პარმას” ღირსებას იცავს”.
“პალეტას საკმაოდ ბევრი წინადადება აქვს, თუმცა ჩვენი დაინტერეება ვერცერთმა ვერ შესძლო. ახალი თუ არაფერი გამოცნდა, ის ჩვენთან დარჩება” – განაცხადა გირარდიმ.