ბელგრადის “პარტიზანს” გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს
სერბეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბელგრადის “პარტიზანს” თბილისის “დინამოს” თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს.
როგორც Fanebi.Com-ს სერბეთიდან შეატყობინეს, “პარტიზანი” 22 წლის ქართველ ფეხბურთელს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ასევე, გავიგეთ, რომ სერბული კლუბი ქვილითაიაში 400 000 ევროს გადახდას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი “პარტიზანში” გადავა და შემდეგ ის სხვა რომელიმე კლუბში გაიყიდება, “დინამო” ტრანსფერში გადახდილი თანხის 20 პროცენტს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაიმ კარიერა თბილისის “სასკოში” დაიწყო, საიდანაც 2013 წელს უნგრულ “დიორში” გადაბარგდა. ამის შემდეგ, გიორგი საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” მაისური მოირგო, თბილისის “დინამოში” კი 2015 წელს ჩაირიცხა.
ქვილითაიამ, საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით თურქული “ტრაბზონსპორიცაა” დაინტერესებული.