პარუნაშვილი: “ვისლას” ვარიანტივ მქონდა, თუმცა “ესბიერგი” ავირჩიე”
თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ლაშა პარუნაშვილი კარიერას “ესბიერგში” გააგრძელებს. ამის შესახებ დანიური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
23 წლის ნახევარმცველმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“დინამოსთან”, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ახალი ხელშეკრულების დადება აღარ ვისურვე. მართალი გითხრათ, “ესბიერგამდე”, პლოცკის “ვისლადან” მქონდა შემოთავაზება. თუმცა, მოლაპარაკება ძალიან გაიწელა და, საბოლოოდ, წარუმატებლადაც დასრულდა.”
“ესბიერგის” სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თამაში ნანახი აქვს, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მიცნობს და მოხიბლულია ჩემით. ერთი სიტყვით, მას ჩემი “ესბიერგში” ხილვა სურდა. თან დიდ სათამაშო დროსაც დამპირდა. სადაც პრაქტიკა გაქვს, იქ უნდა წახვიდე – ასეც მოვიქეცი.”
“მოკლედ, იგი ისე მელაპარაკა, რომ უარი ვეღარ ვუთხარი,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ლაშამ.