პასტორე და პსჟ შეთანმებას უახლოვდებიან
პსჟ-ს ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე უახოლოეს მომავალში პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2020 წლამდე იქნება გათვლილი. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელის ხელფასი ახალი ხელშეკრულების თანახმად დაახლოებით ორჯერ გაიზრდება. არგენტინელის მიმდინარე ანაზღაურება თვეში 260 000 გირვანქაა.
პასტორეს მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პასტორემ 27 მატჩი ჩაატარა და სამ გატანილ გოლთან ერთად 7 საგოლე პასიც შეასრულა.