პასტორე პარიზიდან წასვლას არ აპირებს

თარიღი: მაისი 14, 2014

“პსჟ”-ს ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვაზე, თუმცა პასტორემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

“პსჟ-სთან ჩემი კონტრაქტი 2016 წელს იწურება და კლუბიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. პარიზში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი და ეს გამომგდის კიდეც. დიდი გუნდის ფეხბურთელი ვარ, ამიტომ აქედან წასვლის სურვილი არ მაქვს” – განაცხადა პასტორემ.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში პასტორემ 28 მატჩში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები