“პასუხი ჩოგბურთის ფედერაციისაგან უნდა მოვითხოვოთ” – ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

თარიღი: ივლისი 18, 2021

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოქსანა კალაშნიკოვას საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სეოკ-ი აცხადებს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პასუხი ჩოგბურთის ფედერაციისაგან უნდა მოითხოვოს.

გთავაზობთ განცხადებას:


“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით.

გავეცანით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერის ოქსანა კალაშნიკოვას გულწრფელი წუხილი იმის თაობაზე, რომ „განაცხადი არ გააგზავნეს“ და ამის გამო თავის მეწყვილესთან ერთად ვერ მიემგზავრება ოლიმპიადაზე.

ჩვენთვის გასაგებია კალაშნიკოვას ემოციური დამოკიდებულება შექმნილი რეალური ვითარების გამო, როცა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ლიცენზია მიენიჭა ჩოგბურთელებს, რომლებიც ოფიციალური რეიტინგით ჩამორჩებიან ქართულ წყვილს.

იმის ნაცვლად, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიემართა და შესაბამისი განმარტება მოეთხოვა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თითს სეოკ-ისკენ იშვერს – ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ოლიმპიურმა კომიტეტმა „უმოკლეს ვადაში“ უნდა დაადგინოს, ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდითო.

ფედერაციას საქმის გაკეთებად ის მიაჩნია, რომ სეოკ-ს გამოუგზავნა პოტენციური ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რომელიც სეოკ-მა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაწოდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დადგენილი ფორმით და წესით. ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მარტში მოხდა, ვიდრე ეს ფედერაციის განცხადებაშია მითითებული.
მოგვიანებით, 16 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ორგანიზაციას – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მისი პრეზიდენტის, ხვიჩა მაქაცარიას სახელზე გამოგზავნილი წერილით აცნობა (წერილის ასლი სეოკ-მაც მიიღო), რომ ქართველთაგან, მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერგო. იქვე განმარტებულია წყვილთა თანრიგში ლიცენზიების განაწილების კრიტერიუმები.

უტყუარი ფაქტია, რომ ქართული წყვილი იმ მომენტისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც არ შეიყვანა ლიცენზიანტთა სიაში. სეოკ-ს არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდა, მიემართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის და მოეთხოვა ჩვენი წყვილისთვის ლიცენზიის მინიჭება. რა მოხდა, 16 ივნისის შემდეგ, რომელი წესისა და დებულების საფუძველზე განაწილდა ლიცენზიები წყვილთა თანრიგში, ეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა და თუ რაიმე არასწორად გაკეთდა, პასუხი უპირველესად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა მოითხოვოს.

თავის მხრივ, სეოკ-ი სისლხორცეულად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ქართველი სპორტსმენი წარსდგეს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და, თუ ამის შანსი და საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს, ზემდგომი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ლიცენზიის გადმოცემა.
დიახ, ეს არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა. ოლიმპიურ ლიცენზიების ანაწილებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ამასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მით უმეტეს – არც სეოკ-ს.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტი მხოლოდ კვოტებს აწესებს სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის, დანარჩენი კი შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება.

მოკლედ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ჩოგბურთის გულშემატკივრებმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ სწორედ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე: რატომ გაჩნდა ეჭვები ქართული წყვილის მიმართ მიღებულ შესაძლო უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართა ჩვენმა ფედერაციამ ამ საკითხის გასარკვევად.”


 

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა (ვიდეო)

23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ტრადიციულად, ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნების დელეგაციები […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 24 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

დღეს, 23 ივლისს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ხვალიდან ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას დაიწყებენ. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ალჟირელი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე აღარ გამოვა – მიზეზი ებრაელთან შესაძლო შეხვედრაა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, ვის შეხვდებიან სპორტსმენები პირველ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ეკო გორგოძე ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სკანდალს სახალისო ფოტოთი გამოეხმაურა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ალჯამეინ სტერლინგმა თბილისში სვანური ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეგობრებთან და ხსენებული ორგანიზაციის გამორჩეულ სპორტსმენებთან […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

საქართველოს ბანკი Fanebi.Com-ის პარტნიორია!

Fanebi.Com მოხარულია გაცნობოთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მიმდინარეობისას ჩვენი პარტნიორი საქართველოს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ჟინიაკმა მექსიკის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ ბოდიში მოიხადა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, A ჯგუფში, მექსიკის ნაკრებმა საფრანგეთი 4:1 დაამარცხა. ფრანგების მხრიდან ერთადერთი […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

იაპონელმა მამაკაცმა ქართველი სპორტმენების დანახვისას საქართველოს ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

ტოკიოს ოლმპიურ სოფელში სახალისო რამ მოხდა. ქართველ სპორტსმენებს, ქუჩაში გადაადგილებისას, იაპონელი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც საქართველოს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

22 ივლისს, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩოგბურთის ტურნირის ერთეულთა თანრიგის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ პირველ წრეში, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

იაპონელებმა ქართველი ოლიმპიელების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Facebook-ში იაპონიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომლითაც შიკამაჩის სკოლის მოსწავლეები, მეხანძრეები [&hell...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ფედერაციის შეცდომის გამო, ექვსი პოლონელი მოცურავე ტოკიოდან სამშობლოში დააბრუნეს

პოლონეთის ცურვის ფედერაციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩასულ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ტოკიოში ჩასულ ქართველ ოლიმპიელებს სამსუგნმა საჩუქრები გადასცა (ფოტო, ვიდეო)

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორმა სამსუნგმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული სპორტსმენების ნაწილს საჩუქრები გადასცა, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაური: “გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს”

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ ის და მისი […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

იაპონიაში გაუჩინარებული უგანდელი ძალოსანი იპოვეს

იაპონიაში ჩასული უგანდელი ძალოსანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოსაკადან გაუჩინარდა, იპოვეს. 16 ივლისს უგანდის ოლიმპიურმა […]...
წაკითხვა