პატარა დინამოელები ატეიტის თასზე გამოვლენ
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ატეიტის თასი 2017 მიმდინარეობს, რომელიც 11 ასაკობრივ ჯგუფად (U6 – U16 ჩათვლით) ტარდება. ტურნირში დინამო თბილისის 10 და 11 წლამდე გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 17- დან 19 ნოემბრის ჩათვლით თასი 11 წლამდე გუნდებს შორის გათამაშდება, ხოლო არაერთ მონაწილეს შორის ევროპული ფეხბურთის ისეთი ცნობილი გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას როგორიცაა: იუვენტუსი, ლივერპული, დორტმუნდის ბორუსია, იაგელონია, კიევის, მინსკის და რიგის დინამოები. რევაზ გვარაკიძის გუნდი 17 ნოემბერს D ჯგუფში (სულ 16 ჯგუფია) მინსკის საფეხბურთო სკოლას და ვილნიუსის ბალტიის საფეხბურთო აკადემიას დაუპირისპირდება. 18 ნოემბერს პლეი ოფის მატჩები გაიმართება, ხოლო 19- ში კი ფინალური შეხვედრები შედგება.
რევაზ გვარაკიძე ლიტვაში 18 ფეხბურთელს იახლებს. დინამოს ლურჯ-თეთრ ფერებს ალექსანდრე თურქია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლაზარე ნათენაძე, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, მათე საური, ლაშა პატარკაციშვილი, მიხეილ საჯაია, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ჩიკვილაძე, დიმიტრი ბაგიშვილი, ლუკა ხელაშვილი, ნოდარ ვარსიმაშვილი, ირაკლი ბერძენიშვილი, ანდრია კერესელიძე, რატი გრიგალავა, დავით ქელდიშვილი და დავით ხორავა დაიცავენ.
რაც შეეხება მეორე ასაკობრივ გუნდს, დინამოელთა 10 წლამდე შემადგენლობა ზურაბ ელიავას ხელმძღვანელობით ტურნირში 24-26 ნოემბერს ჩაერთვება.
Fcdinamo.Ge