პატო ფიორენტინას უახლოვდება
იტალიური La Nazione-ს ცნობიტ “კორინთიანსი” და “ფიორენტინა” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. ბრაზილიური კლუბის სურვილია, რომ ფლორენციელებმა პატოს ხელფასის დიდი ნაწილი გადაიხადონ, რაც დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება და მხარეები 6-თვიან იჯარაზე შეთანხმდებიან.
შეგახსენებთ პატოს იტალიაში 2007-2012 წლებში “მილანის” შემადგენლობაში უთამაშია.