პატო: “ევროპაში დაბრუნება მინდა”
ბრაზილიელ თავდამსხმელს ევროპაში დაბრუნების იმედი აქვს.
“სამშობლოში დარჩენას აღარ ვაპირებ, ეს ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება. მინდა, საკუთარი ძალები ევროპაში კიდევ ერთხელ გამოვცადო”, – აცხადებს ალეშანდრე პატო.
“ვიმედოვნებ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ერთ-ერთი ძლიერი ევროპული კლუბის შემადგენლობას შევუერთდები”.
აგრეთვე, “კორინთიანსის” სპორტული დირექტორი ედუარდო ფერეირა აცხადებს, რომ ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ მოსალოდნელია:
“ჯერჯერობით მხოლოდ თხოვნები გვაქვს. მაგრამ თუ რომელიმე კლუბი პატოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შემოგვთავაზებს, ამას აუცილებლად დავთანხმდებით”.
ჭორებზე დაყრდნობით, პატოს შეძენის კანდიდატებად “ლივერპული” და დორტმუნდის “ბორუსია” ითვლებიან. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი “სან პაულუს” ღირსებას არენდით იცავს.