პატო: “მილანი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება”
ჩინურ სუპერ ლიგაში მოთამაშე ალეშანდრო პატო, რომელიც “მილანის” მაისურს 6 სეზონის განმავლობაში ატარებდა, აცხადებს, რომ “როსონერი” ყოველთვის მის გულში იქნება.
“მილანში” ყოფნის პერიოდი ჩემი ცხოვრების დიდებული ნაწილი იყო,” – აცხადებს ბრაზილიელი Sky Sports-თან საუბრისას.
“წლების განმავლობაში კარგად გამოვდიოდი, მაგრამ შემდეგში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მე მინდოდა. რწმენას ვკარგავდი და გადავწყვიტე, ბრაზილიაში დავბრუნებულიყავი.
მოვლენების ამგვარმა მიმდინარეობამ იმედი არაერთხელ გამიცრუა. მაგრამ მაინც, “მილანი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.”