პატო, შესაძლოა, „ევერტონში“ გადავიდეს
ბრაზილიური „კორინთიანსის“ თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ამჯერად პრესა მის „ევერტონში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ალაპარაკდა.
ამჟამად მერსესაიდელებს ახალი თავდამსხმელი სჭირდებათ, რადგან ცოტა ხნის წინ მათ სამუელ ეტო’ო გაუშვეს, რომელიც გენუის „სამპდორიას“ ღირსებას დაიცავს.
სხვათაშორის, აქამდე მედია ბრაზილიელ ფორვარდს ინგლისის პრემიერლიგის სხვა კლუბთან აკავშირებდა. გავრცელებული ინფოორმაციით, „მილანის“ ექს-მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი „ტოტენჰემსაც“ ჰქონდა.