პაუ გასოლმა ნიკოლოზ ბასილაშვილზე კომენტარი გააკეთა
2 სექტემბერს, ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერ რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში 3:6, 3:6, 7:6, 4:6 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ნადალი-ბასილაშვილის დაპირისპირებას ტრიბუნიდან უყურებდა, სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც “სან ანტონიოს” ცენტრი, პაუ გასოლი მონიშნა. ესპანელმა კალათბურთელმა ზაზას უპასუხა და ბასილაშვილი შეაქო. ასევე, პოსტს ზაზა ფაჩულიას ახალი თანაგუნდელი, ესპანელი ხოსე კალდერონი გამოეხმაურა.
ზაზა ფაჩულია: “ჩემი ბიჭი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძვის. რას ფიქრობ, პაუ გასოლ?”
პაუ გასოლი: “მან ძალიან კარგად ითამაშა, არ დანებდა, მაგრამ რაფაელ ნადალი ძალიან ძლიერია.”
ხოსე კალდერონი: “ხვალ გნახავ და შეგვიძლია, ამ საკითხზე ვისაუბროთ.”
My guy @nikolozbasilash working his a** off vs @RafaelNadal . What you think @paugasol ? pic.twitter.com/FWbbltafQN
— Zaza Pachulia (@zaza27) September 2, 2018
He played very well and never gave up but @RafaelNadal is too tough! ??
— Pau Gasol (@paugasol) September 2, 2018
I'm gonna see you tomorrow so we can talk about this then.?
— jose manuel calderon (@JmCalderon) September 3, 2018