პაულინიო “ბარსელონას” საკუთარ თავს სთავაზობს
კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo პაულინიოს “ბარსელონაში” დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ბრაზილიელი “კამპ ნოუზე” 2017/18 წლების სეზონში თამაშობდა.
პაულინიო ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩინური “გუანჟოუ ევერგრანდის” რიგებში ირიცხებოდა. ბოლო სეზონში მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობად და თავი 12 გატანილ გოლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.
ბრაზილიელი ნახევარმცველი პირველ ივლისს თავისუფალი გენტი ხდება და შესაბამისად ახალი კლუბის ძებნაც უკვე დაწყებული აქვს.
“ჩემთვის ფული ან კონტრაქტის ხანგრძლივობა პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. მითუმეტეს, თუ ისეთი კლუბია დაინტერესებული, როგორიც “ბარსელონაა”. ეს ერთხელ უკვე დავამტკიცე.
ჩემ კარიერაში ფული პირველ ადგილზე არასდროს ყოფილა. ამიტომაც იქ დაბრუნება ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თანაც კლუბს ჩემ ტრანსფერზე ფულის დახარჯვა არ მოუწევს,” – აცხადებს პაულინიო.