პაულინიო “ბარსელონასთან” ერთად ტრიპლეტის მოგებას გეგმავს
კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, პაულინიომ აღნიშნა, რომ თავისი და კლუბის მთავარი მიზანი სეზონის წარმატებულად დასრულება და ტრიპლეტის მოგებაა.
“2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისევე როგორც ჩემი კარიერისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვის. “ბარსელონაში” გადასვლასთან ერთად ბავშვიც შემეძინა, ტრავმაც წარმატებით მოვიშუშე და ყველაფერი წესრიგშია.
რას ველი 2018 წლისგან? ტრიპლეტი მინდა! ვიცი, რომ სამივე ტიტულის მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მინდა ყველაფერი გავაკეთო ამ მიზნის მისაღწევად.თუ ტრიპლეტი არა, მინიმუმ ორი ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ,” – აცხადებს პაულინიო El Mundo Deportivo-სთან საუბრისას.