პაულო აუტუორი: “ჩემი გუნდი გეგმას უნდა გაჰყვეს”
“ლუდოგორეცის” მთავარმა მწვრთნელმა, პაულო აუტუორიმ “ტორპედოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ფეხბურთს ყველა მოსაგებად თამაშობს. ჩემი გუნდი ნებისმიერ მეტოქეს პატივს ცემს. ხვალინდელი მატჩისათვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვართ. ხვალინდელი შეხვედრისათვის ყველა ფეხბურთელი მზადაა. ჩემი გუნდი აწმყოსა და მომავალზეა კონცენტრირებული. ყოველთვის არსებობს სხვადასხვა გარემოებები, რამაც შესაძლოა, წარუმატებლობა გამოიწვიოს, მაგრამ ახლა მხოლოდ “ტორპედოსთან” თამაშზე ვართ ორიენტირებულნი.
“ტორპედოს” თამაშები ვნახე. ბევრი რამ გავაანალიზე, მაგრამ დეტალებში არ შევსულვარ. ჩემი გუნდი გეგმას უნდა გაჰყვეს. კლუბი ღია სისტემაა, ამიტომ ფეხბურთელების გაშვება და მოყვანა ნორმალურია. მხოლოდ ამ ეტაპზე არ ვართ ორიენტირებული, შესაბამისოდ, ტრანსფერებთან დაკავშირებით გათვლები მთლიან სეზონს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” 23 აგვისტოს ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში ბულგარულ “ლუდოგორეცს” თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.