პაულო დიბალა: “იუვე” ბარსას” დონეზეა”
დღეს ტურინის “იუვენტუსი” “პორტოს” მიიღებს. შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება და მეოთხედფინალისტის ვინაობას გაირკვევა.
დაპირისპირების წინ ტურინელთა ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ ფრესკონფერენცია გამართა.
“რაც ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ჩვენ “ბარსელონას”, “რეალისა” და “ბაიერნის” დონეზე ვართ.”
“ჩვენ ვლიდერობთ ქვეყნის ჩემპიონატში. გარდა ამისა, “კოპა იტალიას” ნახევარფინალის პირველი შეხვედრა “ნაპოლის” მოვუგეთ. გამოდის, რომ რაღაც ასპექტებში ნახსენებ სამ გუნდზე ძლიერები ვართ.”
“სიგიჟე იქნება, რომ ჩემს ასაკში ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. სულ რაღაც ორი წლის წინ შევუერთდი გუნდს.”
“ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს მოგებული აქვს აღნიშნული ტიტული. მინდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გაბედულად და თავდაჯერებულად ვითამაშო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო,” – განაცხადა დიბალამ.