პედრო პორომ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ იტირა (ვიდეო)
28 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და 1:2 დამარცხდა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა პედრო პორომ. 21 წლის მარჯვენა მცველმა საქართველოსთან შეხვედრაში მინდორზე 65 წუთი გაატარა. მას ძალიან უჭირდა ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება. ქართევლმა გარემარბმა პოროს პირველ ნახევარში ყვითელი ბარათიც მიაღებინა.
პედრო პორო “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაა და ამჟამად ლისაბონის “სპორტინგში” იჯარით თამაშობს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ესპანელმა ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
“ეროვნულ ნაკრებში თამაში ბავშვობიდან მინდოდა. როცა ჰიმნს ვისმენდი, ჩემი ოჯახი, მეგობრები და მეგობარი გოგონა გამახსენდა”, – თქვა დებიუტანტმა.
🥲 EMOCIÓNATE junto a @Pedroporro29_ reviviendo el día de su debut con la @SeFutbol.
🗣️ "He luchado desde pequeño para que me llegase este gran premio, es un sueño".
🗣️ "Cuando sonó el himno me acordé de mi familia, de mis amigos y de mi novia".#SomosEspaña #SomosFederación pic.twitter.com/d6yxgCUmev
— Selección Española de Fútbol (@SeFutbol) March 29, 2021