პეგასმა ჩემპიონობა დაიბრუნა

თარიღი: მაისი 13, 2019

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში მოიგო თბილისის პეგასმა,
რომელმაც ფინალში 40-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული
სამტრედია. მესამე ადგილისთვის აჭარამ 36-32 მოუგო ბათუმის შავი ზღვის
ბიჭებს.

ამით დასრულდა 2018-19 წლების ჩემპიონატი 17-წლამდელებს შორის, რომელიც 9
თვე, სექტემბრიდან მაისამდე მიმდინარეობდა. სულ გაიმართა 122 მატჩი,
მონაწილეობდა 15 გუნდი. პირველ ეტაპზე, სექტემბრიდან მარტამდე, გაიმართა
დასავლეთი (7 გუნდი) და აღმოსავლეთი (8) ლიგების ტურნირი. რეგიონული
ჩემპიონები გახდნენ აჭარა და პეგასი. აქ შეირჩა 5-5 საუკეთესო გუნდი მეორე
ეტაპისთვის, რომელიც აპრილში გაიმართა. ნახევარფინალში გავიდნენ პეგასი,
BSB ბათუმი, სამტრედია და აჭარა.

პეგასის გუნდი ბოლო წლებში ჭაბუკთა ასაკობრივი ჩემპიონატების უცვლელი
გამარჯვებული იყო, მაგრამ შარშან მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, ტიტული კი
სამტრედიამ მოიპოვა. თბილისელთა რევანში წლეულს დამაჯერებელი იყო – გუნდმა
ყველა, ოცივე მატჩი მოიგო – 14 აღმოსავლეთის ლიგაში, 4 – მეორე ეტაპზე და
ორიც ფინალურ ოთხეულში.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში, 2002-03 წლებში დაბადებულთა შორის, ახლა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ჯერია: 1-5 ივლისს გუნდს ევროპის
ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი.

შინაურ ასპარეზზე კი უკვე გამოვლინდნენ ექვსიდან სამი ჩემპიონატის
პრიზიორები: 17 წლამდელ გოგონებსა (ფოთი, აჭარა, ქარიშხალა) და ჭაბუკებში
(პეგასი, სამტრედია, აჭარა), ასევე უმცროსი ასაკის, 15 წლამდელ გოგონებში
(ყვარელი, სამტრედია, მამული). დასამთამრებელია კიდევ 3 ჩემპიონატი:

17-20 მაისს გლდანის დარბაზში მოეწყობა უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატის
დასკვნითი ტური, ხოლო შინაური სეზონის დასკვნითი აკორდი იქნება ქალთა და
ვაჟთა უმაღლესი ლიგების ფინალური ოთხეულები 22-23 მაისს, თბილისის სპორტის
სასახლეში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ
გლდანი, 12 მაისი, ფინალი
პეგასი – სამტრედია 40-25
პეგ: გორგოძიანი – კალანდაძე 10, ჟვანია 8, პატაშური 7, კოხრეიძე 4,
კობახიძე 4, შუბითიძე 3, უთმელიძე 3, ჩეჩელაშვილი 1, ჭანტურია,
გრიშიკაშვილი, ლანჩავა, გ. არეშიძე – მწვ. ტ. კალანდაძე, გ. სახვაძე
სამ: დუნდუა, გოგიჩაიშვილი – ხომერიკი 8, ნადირაძე 6, აფრიდონიძე 5,
ქავზინაძე 2, ხელისუფალი 2, ადამია 1, ახობაძე 1, მანაგაძე – მწვ. გ.
ხელისუფალი, ა. ქავზინაძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
მესამე ადგილისთვის. აჭარა – BSB ბათუმი 36-32
აჭ: ცინცაძე, თემ. ქამადაძე – ზაქარაძე 17, დუმბაძე 8, გაბაიძე 7, თორ.
ქამადაძე 2, ფარტენაძე 2, აბულაძე, ისმაილოვი, დავითაძე, ტარიელიძე – მწვ.
ი. სიხარულიძე, ზ. ურუშაძე
ბათ: ანთიძე – თურმანიძე 9, კაკულია 7, კახიძე 5, ცხადაია 4, ჭურკვეიძე 3,
გორდელაძე 2, ჯიჯავაძე 2, სტოლბოვი – მწვ. ვ. კაკულია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

სეზონი. 2018-19 ჭაბუკები, 17წ
პირველი ეტაპი. სექტემბერი – მარტი
აღმოსავლეთი
—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ
პეგასი——–14–14—0—0–332-112—28
ყვარელი—–14–12—0—2–294-166—24
ქარიშხალა—14—9—0—5–284-253–18
რუსთავი—–14—8—0—6–322-310—16
ქარელი——-14—6—0—8–271-299–12
გორი———-14—4—0–10–164-244—8
თელავი——14—2—0–12–201-342—4
ლაგოდეხი—14—1—0–13—65-207—2
დასავლეთი
——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
აჭარა———–12–9—2—1–357-284–20
სამტრედია—-12–9—1—2–345-234–19
ბსბ ბათუმი—-12–8—1—3–298-270–17
ფოთი———–12–6—1—5–262-238–13
ქუთაისი——-12—3—3—6–259-235—9
ხელვაჩაური–12—2—2—8–268-317—6
წყალტუბო—-12—0—0–12–160-371—0
მეორე ეტაპი. აპრილი
A ჯგუფი.——თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
პეგასი———–4—4—0—0–110-56–8
სამტრედია—–4—3—0—1—74-52—6
ფოთი———–4—2—0—2—86-87—4
ქარიშხალა—–4—1—0—3—69-92—2
ქარელი———4—0—0—4–52-104—0
B ჯგუფი
ბათუმი———4—4—0—0—99-75—8
აჭარა————4—3—0—1—85-62—6
ყვარელი——–4—2—0—2—70-71—4
ქუთაისი——–4—1—0—3—74-82—2
რუსთავი——–4—0—0—4–68-106–0
მესამე ეტაპი, ფინალური ოთხეული, მაისი
ნახევარფინალი
პეგასი – აჭარა 46-31
სამტრედია – BSB ბათუმი 41-33
ფინალი
1-2 პეგასი – სამტრედია 40-25
3-4 აჭარა – BSB ბათუმი 36-32

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

დღევანდელი დღე სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო. ავტოავარიის შედეგად, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთან ნაკრების წევრი, გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსმა სპორტსმენმა გამარჯვება დროშის მაგივრად, პლედით აღნიშნა (ვიდეო)

უკვე ოთხი წელია, მძლეოსნობაში, საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის დროშა არავინს უნახავს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოიოტამ ნიკოლოზ შერაზადიშვილს საჩუქარი გადასცა (ფოტო)

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, ტოიოტას ესპანურმა წარმომადგენლობამ ნიკოლოზ შერაზადიშვილი Toyota Tokio 2020-...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნაკრები კლაიპედაში მიემგზავრება

დღეს ღამით ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მიემგზავრება 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ორშაბათს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემის რეაქცია, როცა ფედერერმა ნადალი დაამარცხა (ვიდეო)

12 ივლისს, უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი ოთხ სეტში – 6:7, 6:1, 3:6, 4:6 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი ხინკლის შეჯიბრში – აჯობა თუ არა “ქართველმა ჰალკმა” უცხ

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. ARMBETS TV-მ უკრაინაში, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ცნობილი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბუდაპეშტის გრან პრიზე

12-14 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ბუდაპეშტში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “200 წელია, რუსეთი ჩვენი მტერია… ღირსება შეინარჩუნეთ!”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 28 წლის სპორტსმენი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტედი რინერის მოულოდნელი კომენტარი მონრეალის გრან პრის მოგების შემდეგ

ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის მზად არ არის, ამიტომაც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტედი რინერი დაბრუნდა – ფრანგმა მონრეალის გრან პრი მოიგო! (ვიდეო)

+100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი 18-თვიანი პაუზის შემდეგ ტატამის დაუბრუნდა და მონრეალის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაყურებლების რეაქცია ოძეკი ტოჩინოშინის გამოცხადებაზე (ვიდეო)

დღეს სტარტი აიღო ნაგოია ბაშომ. ტოჩინოშინი ამ ტურნირზე დაბრუნებული ოძეკის წოდებით იასპარეზებს. მაყურებლები მისი სახელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფარერები ჩემპიონია, კალანდაძე მეორეა

ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი მოიგო ფარერის კუნძულების ნაკრებმა, რომელმაც ფინალში, გეტებორგის სკანდინავიუმში, 36-29 დაამარცხა მასპინძელი შვედეთი...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი საზამთროს წინააღმდეგ – რა გააკეთა “ქართველმა ჰალკმა”?

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. “ქართველი ჰალკი” უკრაინელ ძალოსანს, ლონდონის ოლიმპიური თამ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე გაირკვა

კვირას, 7 ივლისს, ნაგოია ბაშო დაიწყება, სადაც ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი დაბრუნებული ოძეკის წოდებით წარსდგება. უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რაფა ნადალი ფანტასტიკური ფეხბურთელი იქნებოდა”

ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, უიმბლდონზე რაფა ნადალისა და ნიკ კირიოსის დაპირისპირების ხილვის შემდეგ თავისი […]...
წაკითხვა